fb
tr_bg
სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა

ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სერთიფიცირებულ ექიმს და საშუალო სამედიცინო პერსონალს.


სადაზღვევო პოლისით ანაზღაურებას ექვემდებარება შემდეგი შემთხვევები, თუ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ დაშვებული იქნა უნებლიე შეცდომა (მცდარი სამედიცინო ქმედება) ან დაუდევრობა:

  • უშუალოდ დიაგნოზის დასმის დროს;
  • ამბულატორიული მკურნალობის დროს;
  • სტაციონარული მკურნალობის დროს;
  • სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების დროს;
  • პაციენტის ბინაზე მომსახურების დროს, თუ ვიზიტი არის ოფიციალურად განხორციელებული.


ანაზღაურებადი რისკები:

  • პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის ხარჯები;
  • პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • პაციენტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი (ხარჯები);
  • იურიდიული ხარჯები;
  • საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში ხელფასის გარკვეული ოდენობის ხარჯები.

ანაზღაურების გასაცემად  აუცილებელი პირობაა:

  • სამედიცინო პერსონალის ბრალეულობა (არა-განზრახი);
  • მოქმედება სერტიფიკატით ნებადართულ ფარგლებში;
  • პაციენტის მიმართვის აღრიცხვა სამედიცინო დაწესებულების დოკუმენტაციაში;
  • პასუხისმგებლობა დადგენილია სასამართლოს მიერ ან აღიარებულია მზღვეველთან შეთანხმებით.
  •  

იხილეთ დაწვრილებით!

banner1