fb
tr_bg
საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო - მედიატორი ექიმსა და პაციენტს შორის

საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო (Georgian Insured Medic’s Agency- GIMA), მომართვის შემთხვევაში, ყველა დაზღვეული ექიმის საქმეს პროფესიული მიდგომით, ორივე მხარის ჩვენებების შესწავლისა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის საფუძველზე განიხილავს. ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით GIMA-ს მიერ გაწეული იურიდიული, საექსპერტო და ფინანსური დახმარების ამსახველ ფაქტებს, დეტალების საჯაროდ გამოტანის გარეშე, ვინაიდან ვიცავთ, როგორც ჩვენთან დაზღვეული ყველა კოლეგის, ასევე პაციენტების უფლებას და კონფიდენციალობას.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, პაციენტს, რომელსაც გაუკეთდა ადენომექტომია ღია წესით, პოსტოპერაციულ პერიოდში განუვითარდა ურეთრის სტრიქტურა. პოსტოპერაციული მდგომარეობის გართულებაში პაციენტი და მისი ადვოკატი ექიმს ადანაშაულებდნენ და მისგან რეკონსტრუქციული ოპერაციისა და მორალური ზიანისთვის სოლიდურ თანხას მოითხოვდნენ.

საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო-ს (GIMA) საექსპერტო სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული  ფაქტი და ექიმის ბრალეულობა არ დადასტურდა. GIMA-ს საექსპერტო დასკვნისა და კვალიფიციური იურიდიული ჩარევის შედეგად, პაციენტმა ექიმის მიმართ  ჩივილი შეწყვიტა.  

 


banner1