fb
tr_bg
GIMA-ს პროფესიონალები და სამედიცინო დაწესებულებების სამოქალაქო პასუხისმგებლობა

ვაგრძელებთ ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და წარმოგიდგენთ კიდევ ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომლის რეგულირებაც საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს პროფესიონალი გუნდის მიერ განხორციელდა. 

საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო (Georgian Insured Medic's Agency - GIMA) რეაგირებს ისეთ ფაქტებზეც, როდესაც პაციენტსა და ექიმს ან კლინიკას შორის დავა არა სამედიცინო ჩარევის შემდგომმა გართულებამ, არამედ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ფინანსურმა მხარემ გამოიწვია. მაგალითისთვის: პაციენტს, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, გაუკეთდა საჩინო ვენის ქროსექტომია და მუხლქვეშა ვენის ლიგირება. პრობლემა არასწორმა ადმინისტრირებამ გამოიწვია, ანუ მოხდა კოდის არასწორი განსაზღვრა. ვინაიდან კლინიკას არ გააჩნდა მუხლქვეშა ვენის ლიგირების კოდი, ავადმყოფს გადაახდევინეს ორმხრივი ქროსექტომიის თანხა. საფასურის მნიშვნელოვნად გაზრდის გამო  პაციენტმა იჩივლა და დაწესებულებისგან არასწორად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. 

GIMA-ს საექსპერტო სამსახურმა ფაქტის შესწავლის შედეგად პაციენტი გაამართლა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაზღვეული იყო როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე დაწესებულება. ამან სააგენტოს მისცა შესაძლებლობა, კლინიკის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაზარალებული მხარისთვის აენაზღაურებინა მატერიალური ზარალი.

 


banner1