fb
tr_bg
ვიცავთ თქვენს უფლებებს - საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო (Georgian Insured Medic’s Agency - GIMA)

საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო (Georgian Insured Medic’s Agency - GIMA) სამედიცინო პერსონალის ინტერესების დაცვისთვის კვლავ აქტიურად მუშაობს.

გაგაცნობთ ერთ-ერთ შემთხვევას, როცა სარჩელის საფუძველზე, ექიმსა და პაციენტს შორის დავამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა. აქაც დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს კომპლექსური - საექსპერტო და იურიდული სამსახურების დასკვნის საფუძველზე,  სასამართლომ ექიმი გაამართლა.

რაც შეეხება კონკრეტულად ფაქტს: ახალგაზრდა მამაკაცს წინამხრის ძვლების ღია მოტეხილობის გამო მორიგე ექიმმა გაუკეთა მოტეხილი ფრაგმენტების რეპოზიცია და იმობილიზაცია. გარკვეული დროის შემდეგ განვითარდა ჭრილობის სუპურაცია (დაჩირქება) და ჩამოყალიბდა ცრუ სახსარი.  პაციენტის მშობლებმა იჩივლეს, რის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ექიმს შეუჩერა სერტიფიკატის მოქმედება. პაციენტის მშობლებმა ექიმის მიმართ წამოწყებული დავა სასამართლოში გადაიტანეს. 

“GIMA”-ს საექსპერტო სამსახურმა ფაქტის მოკვლევა ჩაატარა.  სამედიცინო საექსპერტო დასკვნის და იურიდიული დახმარების საფუძველზე  სასამართლომ ექიმი გაამართლა.

 


banner1